მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

10:29, 10.11.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც იმართება ბავშვთა საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტი.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ ვახშამს.

პარიზის მეცხრე მშვიდობის ფორუმის თემაა „სუვერენიტეტიდან თანამშრომლობამდე“.

მსგავსი