მაკა ბოჭორიშვილი - ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა რობინ დანიგანთან, საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობისადმი ჩვენი ერთგულება ურყევი რჩება
მაკა ბოჭორიშვილი - ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა რობინ დანიგანთან, საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობისადმი ჩვენი ერთგულება ურყევი რჩება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ბოჭორიშვილის თქმით, ელჩთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ინტერესის მნიშვნელოვანი საკითხები. ათწლეულების განმავლობაში ჩვენ შევქმენით მტკიცე პარტნიორობა და ჩვენი ერთგულება საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობისადმი ურყევი რჩება“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.