მაკა ბოჭორიშვილი - დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება არჩევნების გზით ხდება, ეს ხალხი არჩევნებზე უარს ამბობს, მათ არანაირი უფლება არ აქვთ, დემოკრატიულ სტანდარტებზე ისაუბრონ
მაკა ბოჭორიშვილი - დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება არჩევნების გზით ხდება, ეს ხალხი არჩევნებზე უარს ამბობს, მათ არანაირი უფლება არ აქვთ, დემოკრატიულ სტანდარტებზე ისაუბრონ

დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება და ცვლილება ერთადერთი გზით ხდება და ამას არჩევნები ჰქვია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი არჩევნებზე უარს ამბობს, მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ, დემოკრატიასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე ისაუბრონ.

„დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ყველას აქვს უფლება, რომ საკუთარი აზრი მშვიდობიანად გამოხატოს და მშვიდობიანი შეკრების უფლება ყველას აქვს, თუმცა სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, რომ საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, თუ გამოხატვის თავისუფლება მშვიდობიან ფარგლებში იქნება, ამის გაკეთების საშუალება ყველას აქვს. რაც შეეხება ხელისუფლების გადაბარებას, დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება და ცვლილება ერთადერთი გზით ხდება და ამას არჩევნები ჰქვია. ეს ხალხი არჩევნებზე უარს ამბობს, მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ, დემოკრატიასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე საერთოდ ისაუბრონ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.