მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

02:00, 27.10.2026

„სოფიის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტთან, სიმეონ ცომოკოსთან.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ფორუმის როლს აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის წარმართვის თვალსაზრისით.

სიმეონ ცომოკოსმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ფორუმის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.

ასევე, განხილულ იქნა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ეგიდით თბილისის დიალოგის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.

მსგავსი