მაკა ბოჭორიშვილი - დაველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, რეკომენდაციებს, თუ რაიმე ნაბიჯები იქნება გადასადგმელი მთავრობის მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
მაკა ბოჭორიშვილი - დაველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, რეკომენდაციებს, თუ რაიმე ნაბიჯები იქნება გადასადგმელი მთავრობის მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით

დაველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, სადაც უფრო დეტალურად იქნება გაწერილი რეკომენდაციები ხარვეზებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე გარკვეული ხარვეზები იყო, რაზეც დამკვირვებლები საუბრობენ, საჭიროა რეკომენდაციები და შემდგომ პარლამენტთან და მთავრობასთან მუშაობა.

„პირველადი შეფასებები ხდება ხოლმე საფუძველი იმ დიდი დასკვნის, რომელიც გამოქვეყნდება რამდენიმე კვირაში ეუთო/ოდირის მიერ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დასკვნა იქნება უფრო დეტალური. უფრო დეტალურად იქნება რეკომენდაციებიც გაწერილი. თუ აქამდე ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შეფასებები, ვნახეთ შუალედური დასკვნა, რომელიც კარგი იყო და პოზიტიური საქართველოში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე წინასწარი დასკვნა, ახლა დაველოდებით რეკომენდაციებს ხარვეზებთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ იდეალურია ყველაფერი, იყო გარკვეული ხარვეზები, რაზედაც აქცენტებს აკეთებენ დამკვირვებლები, მაგრამ ამას სჭირდება რეკომენდაციები, პარლამენტთან და მთავრობასთან მუშაობა, რომ თუ რაიმე ნაბიჯები იქნება გადასადგამი, გადაიდგას „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ ეს უნდა მოხდეს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.