მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებს საქართველოს შესახებ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია და საერთაშორისო ურთიერთობები წარვმართოთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებს საქართველოს შესახებ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია და საერთაშორისო ურთიერთობები წარვმართოთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ლუქსემბურგში, ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში უნგრეთის, ლიხტენშტეინისა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობები, რომ მათ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია საქართველოს შესახებ.

„მსგავსი ფორმატები ყოველთვის იძლევა კარგ შესაძლებლობას, რომ მქონდეს ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც გამოვიყენე ეს შესაძლებლობა. მქონდა არაერთი შეხვედრა ჩემს კოლეგებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ჩვენს პარტნიორებს შორის, ევროსაბჭოს წევრებს შორის გვქონდეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ საქართველოს შესახებ იყოს სწორი მოსაზრებები, ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია და ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობები წარვმართოთ სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.