მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული მიზნები აქვს და ამის შესასრულებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული მიზნები აქვს და ამის შესასრულებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

დიდი ხანია, მიხეილ სააკაშვილი გასულია რეალური შეფასებების ზონიდან და წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს, მათ შორის მისი ბოლო განცხადება და პოზიცია არის აბსოლუტურად მოწყვეტილი რეალობას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს თავისი საქმე უნდა გააკეთოს და ევროინტეგრაციის გზაზე იაროს.

„ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული მიზნები აქვს და ამის შესასრულებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ახლა სხვა სცენარებზე საუბარი და ოცნება, რომ მსოფლიოში რაღაც მოხდება და ყველაფერს არევს, ეს არის აბსურდის ნაწილი და ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე უნდა ვიაროთ და ეკონომიკურ განვითარებას მივხედოთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.