მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

2026 წლის 27 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი.

„ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობების დადებით დინამიკას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს.

კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობისთვის მზადყოფნა.

აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების პერსპექტივები. ასევე, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით თანამშრომლობის გაგრძელების მზაობას.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.