მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

00:34, 27.10.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბულგარეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

„საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და სტაბილურობის მნიშვნელობას შემდგომი განვითარების საკითხში.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირთან ურთიერთობები და აღინიშნა დიალოგის აუცილებლობა.

ყურადღება გამახვილდა ასევე შავ ზღვაზე თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებზე და სხვადასხვა რეგიონის დაკავშირებადობის განვითარებაზე.

შეხვედრის დასასრულს საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და გამოითქვა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი