მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

00:11, 27.10.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოფიაში ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა ფართო რეგიონისთვის.

„საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს და ხაზი გაესვა დიალოგის აუცილებლობას.

მინისტრებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობა და საჭიროება, მათ შორის BSEC-ის ფარგლებში“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში მონაწილეობას იღებს „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“.

მსგავსი