მაკა ბოჭორიშვილი - ბოლო პერიოდში პრეზიდენტის პოზიციონირება დიდწილად არის თანხვედრაში ოპოზიციის გეგმებთან, რაც სამწუხაროა, მანიფესტაციების შესახებ კანონზე ვეტოც ამის ერთგვარი გაგრძელებაა
მაკა ბოჭორიშვილი - ბოლო პერიოდში პრეზიდენტის პოზიციონირება დიდწილად არის თანხვედრაში ოპოზიციის გეგმებთან, რაც სამწუხაროა, მანიფესტაციების შესახებ კანონზე ვეტოც ამის ერთგვარი გაგრძელებაა

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში პრეზიდენტის პოზიციონირება დიდწილად არის თანხვედრაში ოპოზიციის გეგმებთან.

მისივე თქმით, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ ცვლილებებზე ვეტოც მისი ამგვარი პოზიციონირების გაგრძელებაა.

„რაც შეეხება ვეტოს, ეს კანონი მივიღეთ პარლამენტმა, შესაბამისად, ეს არის ჩვენი პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ პრეზიდენტის პოზიციონირებას, რომელიც დიდწილად არის თანხვედრაში ოპოზიციის გეგმებთან და პოზიციებთან, რაც სამწუხაროა. ესეც ერთგვარი გაგრძელებაა მისი ამ პოზიციონირების, რასაც პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით ვუპასუხებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.