მაკა ბოჭორიშვილი - აშხაბადში მიმდინარე ფორუმი კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად აქცენტები გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე
მაკა ბოჭორიშვილი - აშხაბადში მიმდინარე ფორუმი კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად აქცენტები გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე

ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშრისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენი რეგიონის, და არამხოლოდ ჩვენი რეგიონის, ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად აქცენტები გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს და ასევე იმ პოტენციალს, რომელიც აქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

„ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენი რეგიონის, და არამხოლოდ ჩვენი რეგიონის, ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად აქცენტები გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე. პრემიერ-მინისტრი საუბარში შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და ასევე იმ პოტენციალს, რომელიც აქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგრესის გათვალისწინებით, გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით და ეს ყველაფერი გაჟღერდა პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში, ფორუმის ფარგლებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.