მაკა ბოჭორიშვილი აბუ დაბიში კონფერენციაში Raisina Middle East-ი მიიღებს მონაწილეობას

10:58, 14.10.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 14-15 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში Raisina Middle East-ი, რომელიც ორგანიზებულია არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის – Observer Research Foundation-ის მიერ.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში თემაზე: „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: სპარსეთის ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი“.

ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

მსგავსი