მაკა ბოჭორიშვილი 3-5 დეკემბერს ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

12:40, 03.12.2025

2025 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვენაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით მიმართავს მინისტრთა საბჭოს სესიის მონაწილეებს.

ვენაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან.

მსგავსი