მაკა ბოჭირიშვილი - სააკაშვილის უფლებების დარღვევის არანაირი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს
მაკა ბოჭირიშვილი - სააკაშვილის უფლებების დარღვევის არანაირი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს

ჩემთვის ეს „მაგნიტსკის სია“ აბსურდია. მთლიანად ეს კამპანია, რომელიც სააკაშვილის გარშემო ტრიალებს, მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ. მიუღებელია ასეთი გზით ბრძოლა ქართული მართლმსაჯულებისგან და, ზოგადად, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭირიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, სააკაშვილის არანაირი უფლება არ ირღვევა.

„მთლიანად კამპანია არის სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული, რაც არ მგონია, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქის ინტერესში იყოს, ისეთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, რომელიც აბსოლუტურად მორღვეული იქნება, რასაც ეს კამპანია ემსახურება. სია თავისთავად აბსურდია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ რასაც ვისმენთ და რასაც ვხედავთ, არანაირი მტკიცებულება და არანაირი ფაქტი, მისი, როგორც პატიმრის უფლებების დარღვევის არ არსებობს, შესაბამისად, წარმოუდგენელია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.