„მაივეი ეარლაინსი“ ბულგარეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისს შეასრულებს
„მაივეი ეარლაინსი“ ბულგარეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისს შეასრულებს

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ (Myway Arilinse) ბულგარეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისს განახორციელებს. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური რეისით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან, საქართველოს ასამდე მოქალაქის ჩამოყვანა იგეგმება. აღნიშნული ფრენა, პირველ აპრილს ბოინგ 737-800 ტიპის ბოინგით შესრულდება. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 საათზე დაეშვება.

კომპანიის ინფორმაციით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს. მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე 100 ევროს შეადგენს.

ავიარეისზე ბილეთების შესაძენად მგზავრები უნდა დაუკავშირდნენ კომპანიას შემდეგ მისამართზე: [email protected] ან ტელეფონის ნომერზე +995 32 2 242000

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Ailines-ი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით ხელმღვანელობს“.- აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.