მაისურაძემ გაგნიძის „გრანადასთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა - თურქეთში ქართველების დაპირისპირება ნონიკაშვილის „ჩერკასმა“ მოიგო #1TVSPORT
მაისურაძემ გაგნიძის „გრანადასთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა - თურქეთში ქართველების დაპირისპირება ნონიკაშვილის „ჩერკასმა“ მოიგო #1TVSPORT

ქართველი ლეგიონერები უკრაინულ გუნდებში სეზონისთვის ემზადებიან და შეკრებაზე ამხანაგური თამაშები ჩაატარეს.

გიორგი მაისურაძემ ჟიტომირის „პოლიესიეს“ მწვრთნელის ნდობა დაიბრუნა და ესპანურ შეკრებაზე 90 წუთი ითამაშა „გრანადასთან“. ამ გუნდის შემადგენლობაში კი ლუკა გაგნიძე ვიხილეთ. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა – უკრაინელებმა 4:3 მოიგეს, ქართველმა მცველმა კი ბოლო შედეგიანი შეტევის დროს საგოლე გადაცემა შეასრულა.

ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ და შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასმა“ კი ამხანაგურად თურქულ შეკრებაზე ითამაშეს. ორივე ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 90-90 წუთი გაატარა. „ჩერკასმა“ დონეცკელებს მეორე ტაიმში გატანილი გოლით 1:0 სძლია.