მაისში ფულადი გზავნილები 13%-ით გაიზარდა
მაისში ფულადი გზავნილები 13%-ით გაიზარდა

საქართველოში ფულადი გზავნილები მაისში 13%-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 130.4 მლნ აშშ დოლარი, 320.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.0 პროცენტით (15.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ქვეყნებს, მიმდინარე წლის მაისში ყველაზე მეტი თანხა – 37,84 მლნ დოლარი რუსეთიდან შემოვიდა, მეორე ადგილს 12,11 მლნ დოლარით ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, შემდეგ მოდის საბერძნეთი 11,71 მლნ აშშ დოლარით, იტალია 11,68 მლნ აშშ დოლარი, თურქეთი 10,02 და ისრაელი 9,43 მლნ აშშ დოლარი.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.