მაისსა და ივნისში ღამის ცაზე იუპიტერი „იბატონებს“
მაისსა და ივნისში ღამის ცაზე იუპიტერი „იბატონებს“

პლანეტათა მეფე — გაზის გიგანტი იუპიტერი მთელი მაისის ღამის ცაზე იბატონებს, გამოჩნდება საოცრად კაშკაშა.

იუპიტერი სიკაშკაშეს ივნისშიც შეინარჩუნებს. მიაღწევს წლის ყველაზე კაშკაშა ნიშნულს, ანუ მზე და ეს პლანეტა ერთმანეთის პირისპირ დადგებიან (დედამიწის პერსპექტივიდან).

ფაქტობრივად, ეს გახლავთ „სავსე“ იუპიტერი. მისი ვარსკვლავიერი სიდიდე -2,5-ს მიაღწევს და ყოველ ღამით, სასწორის თანავარსკვლავედში გამოჩნდება.

26-27 მაისს, მთვარე და იუპიტერი ერთგვარ „ტანგოს“ იცეკვებენ, რადგან ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი ცაზე გიგანტურ პლანეტას მიუახლოვდება.

გარდა ამისა, საღამოობით ცაზე ძალიან კაშკაშად, -3,9 ვარსკვლავიერი სიდიდით გამოჩნდება ჩვენი მეზობელი, დედამიწის დობილი პლანეტა ვენერაც.

17 მაისის დილას, ვენერა ახალი მთვარის რკალის სიახლოვეს გამოჩნდება.

შუაღამისას, სამხრეთ-აღმოსავლეთის ცაზე ამოვა სატურნიც, მზის ამოსვლამდე კი სამხრეთით ჩავა.