„კორეან ეარი“ სეული-თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს მაისის ბოლოდან განაახლებს
„კორეან ეარი“ სეული-თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს მაისის ბოლოდან განაახლებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კიმ სე ვუნგს შეხვდა. შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი მიზნობრივი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ჩარტერული ავიარეისების მნიშვნელობას. მაისის ბოლოდან სამხრეთ კორეის ავიაკომპანია „კორეან ეარი“ სეული-თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს განაახლებს. აღნიშნული ავიაკომპანია მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 127 ქალაქში ასრულებს რეისებს.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის სამ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,, სამხრეთ კორეიდან საქართველოში +15.3%-იათ მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.