„მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი ახალ ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს
ჰაკერული ჯგუფი სახელწოდებით Nobelium, რომელიც სავარაუდოდ SolarWinds-ისა და ამერიკული სააგენტო USAid-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმების უკან დგას, ახალ ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს, – ამის შესახებ კომპანია „მაიკროსოფტის“ კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აცხადებენ.
მათი მტკიცებით, Nobelium, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან არის ასოცირებული, ცდილობს თავდასხმებს IT სექტორის პროვაიდერების გლობალურ ქსელებზე.
„მაიკროსოფტის“ განცხადებით, ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში ამ ჰაკერულმა ჯგუფმა 23 000-მდე კიბერშეტევა განახორციელა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ხელისუფლებისა და სხვა ექსპერტების პოზიციით Nobelium რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ნაწილია.