„მაიკროსოფტი“ კომპანიის ოფისებში შესასვლელად თანამშრომლებისგან სრულ ვაქცინაციას მოითხოვს
„მაიკროსოფტი“ კომპანიის ოფისებში შესასვლელად თანამშრომლებისგან სრულ ვაქცინაციას მოითხოვს

„მაიკროსოფტი“ უერთდება იმ კომპანიების მზარდ ჩამონათვალს, რომლებიც საკუთარ თანამშრომლებს სრულ ვაქცინაციას მოსთხოვენ.

„მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ აშშ-ში მდებარე კომპანიის ოფისებში შესვლამდე თანამშრომლებმა, მიმწოდებლებმა და რიგითმა სტუმრებმა სექტემბრიდან სრულად ვაქცინირებულის მტკიცებულება უნდა წარადგინონ.

„როგორც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებასა და აღნიშნულის შესაბამისად ჩვენი გეგმების ადაპტირებას, თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

საერთო ჯამში „მაიკროსოფტში“ 180 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, რომელთაგან დაახლოებით 100 000 კონკრეტულად შეერთებულ შტატებშია დასაქმებული.