მაიკლ ოუენი ჟოკეი ხდება
მაიკლ ოუენი ჟოკეი ხდება

2001 წლის ოქროს ბურთის მფლობელი მაიკლ ოუენი ვარჯიშობს იმისთვის, რომ ჟოკეი გახდეს. მალე ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი კარიერაში თავის პირველ დოღში მიიღებს მონაწილეობას, – იტყობინება BBC. ამისთვის 37 წლის ოუენმა ექვსი კილოგრამი დაიკლო.
მაიკლ ოუენი რამდენიმე საჯინიბოს მფლობელია ჩეშირის საგრაფოში. მას შემდეგ, რაც ინგლისელმა დაასრულა საფეხბურთო კარიერა, მან სახელი გაითქვა ცხენების მოშენებით და ამ სფეროში წარმატებული ბიზნესმენი გახდა. ამ კვირას, ოუენი მონაწილეობას მიიღებს ასკოტის საქველმოქმედო დოღში.