ბუკერის პრემიის 50 წლისთავთან დაკავშირებით, წინა წლების გამარჯვებულებს შორის საუკეთესო რომანი წელს შეირჩა, რომლის ავტორსაც ოქროს ბუკერი მიენიჭა. მისი მფლობელი კანადელი რომანისტი და პოეტი მაიკლ ონდააჩია.
ონდააჩის „ინგლისელი პაციენტი“ ნახევარი საუკუნის მაძილზე პრემირებულ წიგნებს შორის საუკეთესოდ დასახელდა. რომანი 38 ენაზეა ნათარგმნი, მის მიხედვით გადაღებული ფილმი კი ცხრა ოსკარის მფლობელია.
პრემიის გადაცემისას ონდააჩიმ გაიხსენა, რომ „ყველაფერი დამწვარ პაციენტსა და მედდას შორის მოკლე ღამეული საუბრით დაიწყო“.
„თავიდან წარმოდგენა არ მქონდა, სად ხდებოდა მოქმედება ან ეს ორი გმირი ვინ იყო. ვფიქრობდი, პატარა რომანი გამოვა-მეთქი. თავიდან ბოლომდე დიალოგი, ევროპული ყაიდის, მსხვილი შრიფტით. საბოლოოდ მოზრდილი წიგნი დაიწერა, რომლის მოქმედებაც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ფლორენციის მახლობლად მდებარე მიტოვებულ ვილაში ხდება და ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა ომით ერთნაირად დაღდასმული ადამიანის ამბავს მოგვითხრობს“.
მაისში მაიკლ ონდააჩის ახალი რომანი, „ომის წილი სინათლე“ (Warlight) გამოიცა. რომანი ქართულად შემოდგომაზე გამოიცემა.