მაიკლ ო’ფლაერტი სომხეთს რეკომენდაციას აძლევს, ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მიიღოს

16:13, 13.04.2026
Screenshot

Screenshot

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი სომხეთს რეკომენდაციას აძლევს, ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მიიღოს. ამის შესახებ ფლაერტი სომხეთის პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში წერს.

წერილში, რომელიც 30 მარტით თარიღდება, ნათქვამია, რომ კომისარი მიესალმება სომხეთის პროგრესს, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში ახალ სექტორულ კანონმდებლობას და გარანტიების, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართ პროაქტიულ ჩართულობას.

ამასთან, კომისარი ნიკოლ ფაშინიანს სთქვაზობს, გამოიყენოს შესაძლებლობა და შექმნას მყარი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მრავალფეროვანი საზოგადოების საჭიროებებს.

წერილში ასევე საუბარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შესაბამისი პირობებით უზურნველყოფასა და ასევე LGBT პირების უფლებების დაცვაზე.

„ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანოსთვის თანასწორობის ორგანოს მანდატის მინიჭება მოითხოვს შესაბამისი რესურსების გამოყოფას, მათ შორის, ხელმისაწვდომ შენობა-ნაგებობებსა და პროცედურებზე წვდომის უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსების. მაგალითად, ჩემი ვიზიტის დროს შევნიშნე, რომ ერევანში ადამიანის უფლებათა დამცველი ოფისი არ უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმული პირებისთვის ადეკვატურ ხელმისაწვდომობას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება პრაქტიკაში სამართლებრივი დარწმუნებულობის უზრუნველყოფა ლგბტ პირთა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, გირჩევთ, დაცული საფუძვლების სიაში ცალსახად შეიტანოთ სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და სქესობრივი მახასიათებლები. ეს ნათელს გახდის, რომ ეს საფუძვლები მოიცავს ანტიდისკრიმინაციული დაცვის მექანიზმებს”, – ნათქვამია წერილში.

ამასთან, მაიკლ ო’ფლაერტი სომხეთის პრემიერ-მინსიტრს მოუწოდებს, დისკრიმინაციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ ყოვლისმომცველი კანონი  მიიღოს.

,,კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს მხარდაჭერას სომხეთის მცდელობების მიმართ, მიიღოს ყოვლისმომცველი კანონი დისკრიმინაციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ და მოგიწოდებთ, ისარგებლოთ შესაძლებლობით და შექმნათ მყარი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან კონსულტაციით, რომელიც დააკმაყოფილებს მრავალფეროვანი საზოგადოების საჭიროებებს და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს”, – აცხადებს ის.

მსგავსი