მაიკლ მაკფოლი – მიდით, ქართველებო, შეაჩერეთ ევროპიდან უკან დახევა, თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი გზით მიჰყავხართ
ქართველებო, თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი გზით მიჰყავხართ, – ასე გამოეხმაურა რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომელმაც გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი“ მიღება.
„მიდით, ქართველებო, შეაჩერეთ ევროპიდან უკან დახევა. ნამდვილად გსურთ გახდეთ შემდეგი ბელარუსი? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი გზით მიჰყავხართ“, – დაწერა მაიკლ მაკფოლმა სოციალურ ქსელში.
Cmon Georgians! Stop this retreat from Europe. You really want to become the next Belarus? Your pro-Russian leaders are taking you down a very bad path. https://t.co/eTNRACrPe4
— Michael McFaul (@McFaul) September 18, 2024