მაიკლ კარპენტერი - საქართველოს მთავრობა ოთხი კონგრესმენის წერილს სერიოზულად უნდა მიუდგეს
მაიკლ კარპენტერი - საქართველოს მთავრობა ოთხი კონგრესმენის წერილს სერიოზულად უნდა მიუდგეს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, ბაიდენის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ კარპენტერი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკელი კონგრესმენების წერილის მიმართ სერიოზული მიდგომა უნდა გამოიჩინოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ მიწერილ წერილს კარპენტერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არის საქართველოს მეგობრების მხრიდან გაფრთხილება ნეგატიური ტენდენციების შესახებ.

„საქართველოს მთავრობა ამ წერილს სერიოზულად უნდა მიუდგეს. ეს არის ორპარტიული გაფრთხილება ნეგატიური ტენდენციების შესახებ: სამთავრობო ტენდერების პრივატიზაცია, გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ძალაუფლების კონცენტრაცია. ის საქართველოს მეგობრებისგან მოდის“, – წერს მაიკლ კარპენტერი „ტვიტერში“.