მაიკლ კარპენტერი – რუსეთს უკრაინაში და მის გარშემო 190 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული

10:44, 19.02.2022
Michael Carpenter, senior director of the Penn Biden Center for Diplomacy and Global Engagement, delivers a speech during Opening Remarks at the 7th Kyiv Post Tiger Conference “Ukraine’s Innovative Future” Dec. 11, at the InterContinental Hotel in Kyiv.

რუსეთს უკრაინაში და მის გარშემო 190 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთის წარმომადგენელი არ დასწრებია.

„ჩვენი შეფასებით, რუსეთს სავარაუდოდ უკრაინაში და მის გარშემო მობილიზებული ჰყავს 169 ათასიდან 190 ათასამდე სამხედრო, შედარებისთვის, 30 იანვართან შედარებით, როდესაც მათი რაოდენობა 100 ათასამდე იყო“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

ეუთო-ში აშშ-ის ელჩის თქმით, ეს ევროპაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო მობილიზებაა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ.

დასავლეთის ქვეყნები რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის მომზადებაში სდებენ ბრალს. როგორც გვიან ღამით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სამხედრო დანაყოფების ნაწილი მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უკვე უბრუნდება.

მსგავსი