მაიკლ კარპენტერი - რუსეთი თავს უფლებამოსილად მიიჩნევს, განაგრძოს პროვოკაციები ცხინვალის რეგიონში, რადგან მის ქმედებებს შედეგები არ მოსდევს
მაიკლ კარპენტერი - რუსეთი თავს უფლებამოსილად მიიჩნევს, განაგრძოს პროვოკაციები ცხინვალის რეგიონში, რადგან მის ქმედებებს შედეგები არ მოსდევს

რუსეთი თავს უფლებამოსილად მიიჩნევს, განაგრძოს პროვოკაციები ცხინვალის რეგიონში, რადგან მის ქმედებებს შედეგები არ მოსდევს, – ამის შესახებ პენ ბაიდენის სახელობის დემოკრატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

„თუ არ დავუწესებთ ბერკეტებს, რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს, სხვაგვარად, რუსეთი განაგრძობს ამას. მისი მიზანია, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკაში, დაამტკიცოს რომ ისინი მოქმედებენ და იმოქმედებენ როცა მოუნდებათ აქ პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

რაც შეეხება საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებაზე დარბაზიდან დასმულ შეკითხვას, მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, რომ სრულფასოვანი ბაზის განთავსებაზე საუბარი ნაადრევი იქნებოდა.

„ვფიქრობ, მუდმივად დისლოცირებული ამერიკული პერსონალით სრულფასოვან ბაზაზე საუბარი ცოტა ნაადრევი იქნებოდა. თუმცა ვიტყოდი, რომ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, რათა გავაძლიეროთ საწვრთნელი ცენტრი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჩამოაყალიბა და რეგულარულად ჩავატაროთ ნატო-ს უფრო მეტი წვრთნები, რათა გვქონდეს მეტი სიმტკიცე. ასევე, აშშ-ის ძალები იყვნენ წარმოდგენილი აქ, რაც ვფიქრობ, რომ უკვე არის კიდეც და შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ საწვრთნელი ცენტრი საქართველოს თავდაცვისა და მზაობის პროგრამის საშუალებით, რათა კიდევ უფრო გავაფართოვოთ, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობა“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.