მაიკლ კარპენტერი - ლგბტ პირების უფლებები არის საკითხი, რომელზეც რუსეთს უყვარს საქართველოს მოსახლეობის სეგმენტებს შორის კამათის გამოწვევა
მაიკლ კარპენტერი - ლგბტ პირების უფლებები არის საკითხი, რომელზეც რუსეთს უყვარს საქართველოს მოსახლეობის სეგმენტებს შორის კამათის გამოწვევა

რეალობა ის არის, რომ ქართველების უმეტესობას არ სურს რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში გაერთიანება, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაიკლ კარპენტერმა „შერატონ მეტეხი პალასში“ განაცხადა, სადაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსულ გავლენებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე ქართველი ექსპერტები, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთად მსჯელობენ

როგორც მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რუსეთი ცდილობს მოძებნოს საკითხები, რომლებიც მწვავე პოლიტიკური დებატებს იწვევს და შემდეგ ამ საკითხების ფართო საზოგადოებისთვის გატანას

„ლგბტ პირების უფლებები არის სწორედ ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც რუსეთს უყვარს საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტებს შორის კამათის გამოწვევა. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ საქართველოს მთავრობა სწორად მოქმედებს, თუმცა აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მიმართულია სხვა საკითხებიდან ყურადღების გადატანისკენ“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.