მაიკლ კარპენტერი – აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს
დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის „პენ ბაიდენის ცენტრის” მმართველი დირექტორი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც კარპენტერი „ტვიტერში“ წერს, აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგს.
„როდესაც საქმე ეხება საქართველოს, აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს არსებული დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, – წერს კარპენტერი.
When it comes to the Republic of Georgia, the US and EU should together support dialogue between government and opposition leaders to de-escalate current tensions.
— Michael Carpenter (@mikercarpenter) March 3, 2021