მაიკლ ჯექსონზე გადაღებულ ფილმს ხმაური მოყვა
მაიკლ ჯექსონზე გადაღებულ ფილმს ხმაური მოყვა

პოპის მეფეზე მაიკლ ჯექსონზე გადაღებულ ფილმს გამოსვლამდე მოყვა ხმაური. ფილმს Leaving Neverland სანდენსის კინოფესტივალზე აჩვენებენ. როგორც TMZ-ი წერს, ფილმში ორი მამაკაცი, უეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩაკი ყვებიან, თუ როგორ ავიწროებდა სექსუალურად მათ მაიკლ ჯექსონი, როდესაც ისინი 7 და 10 წლისანი იყვნენ. მაიკლ ჯექსონის ოჯახის წევრები დაგეგმილ პრემიერას მაიკლ ჯექსონის სახელით ფულის შოვნის მცდელობად აფასებენ. ისინი აცხადებენ, რომ თავის დროზე რობსონმაც და სეიფჩაკმაც სასამართლოს წინაშე განაცხადეს, რომ მომღერალს მათ მიმართ მსგავსი ქმედება არასოდეს ჩაუდენია.