მიხაელ გალერი - ივანიშვილს თუ უყვარს საკუთარი ქვეყანა, მართლა უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და შესაძლოა, წავიდეს ქვეყნიდან
ივანიშვილი თუ თავს პატრიოტად თვლის და უყვარს საკუთარი ქვეყანა, ის მართლა უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და შესაძლოა, ფიზიკურადაც წავიდეს ქვეყნიდან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გალერის განცხადებით, მთავარი პრობლემა სიტყვა „ოლიგარქის“ განმარტება კი არა, არამედ სხვა რამაა.
მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც იყენებს თავის გავლენას მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არცერთი თანამდებობა არ უკავია.
„ამ სიტუაციაში, როდესაც სააკაშვილის ჯანმრთელობა საწოლზევე დევს, მიმაჩნია, რომ თუ მაინცდამაინც შეიწყალებენ იმის საშუალება მაინც მისცენ, რომ საზღვარგარეთ იმკურნალოს და შემდეგ ეს ადეკვატურად იმოქმედებს. ასეა თუ ისე, ახლა არაფერს მოვუწოდებ პრეზიდენტს, მაგრამ სააკაშვილის საქმე კითხვით ნიშნებს აჩენს. ეს ეხება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. ამიტომ, საჭიროა რეფორმა, დიალოგი და იმედი გვაქვს, საბოლოოდ მოიძებნება გამოსავალი, რომელიც შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელთა ხილვაც გვსურს საქართველოს მართლმსაჯულების სფეროში.
მთავარი არის არა ის, რა არის ოლიგარქის განმარტება, არამედ სხვა რამ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც თავის გავლენას იყენებს მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არც ერთი თანამდებობა არ უკავია.
ბატონი ივანიშვილი თუ თავს თვლის პატრიოტად და უყვარს საკუთარი ქვეყანა, ის მართლა უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და შესაძლოა, ფიზიკურადაც წავიდეს ქვეყნიდან. მართალია, ჩემი საქმე ეს არ არის, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის გავლენებს იყენებს და საქართველოში არაფერი ხდება მის გარეშე. ჩვენ ველოდებით, როგორ წარიმართება დისკუსიები და დარწმუნებული ვარ, რომ თუ მთავარი საკითხი ხალხის ნებაა, მაშინ ყველამ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას არგებს“, – აცხადებს მიხაელ გალერი.