მაიკლ გალერი - ჩვენც გვინდა, რომ რუსეთი მეგობრულად იყოს განწყობილი, მაგრამ რეალობა უნდა შევაფასოთ
მაიკლ გალერი - ჩვენც გვინდა, რომ რუსეთი მეგობრულად იყოს განწყობილი, მაგრამ რეალობა უნდა შევაფასოთ

ჩვენ როგორც ერთ-ერთი მსხვილი ქვეყანა ევროკავშირში და ნატო-ში გვაკისრია მთავარი როლი, ეს როლი კი გულისხმობს სხვა ქვეყნებისთვის მაგალითის მიცემას, – ამის შესახებ ევროპის პარლამენტის წევრმა, მაიკლ გალერიმ ბათუმში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე განაცხადა.

როგორც მაიკლ გალერიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი და მოვლენების აღწერა მოხდეს ის, როგორც არის.

„ჩვენ როგორც ერთ-ერთი მსხვილი ქვეყანა ევროკავშირში და ნატო-ში გვაკისრია მთავარი როლი, ეს როლი კი გულისხმობს სხვა ქვეყნებისთვის მაგალითის მიცემაში. რაც შეეხება შავ ზღვას, ჩვენ ნამდვილად უნდა გავაგრძელოთ ყველა მოვლენის სწორად დანახვა და აღწერა. ზოგი ქვეყანა, რომელიც მოშორებულია ამ რეგიონს, შესაძლოა, ზუსტად ვერ აღიქვამს რა ხდება, რა საფრთხეების წინაშე დგას ეს ქვეყანა. საფრთხეები, რაც რეგიონს უდგას, ჩვენც გვემუქრება და ნუ ვიფიქრებთ, რომ თუკი ბუშტივით რამე გასკდება, მხოლოდ ამ რეგიონს დააზიანებს. თუ რამე ზიანი მიადგა რეგიონს, ეს ნიშნავს, რომ მთელს ევროპას მიადგება ზიანი. ვლადიმერ პუტინს მგონი არ სჯეროდა, რომ ევროკავშირი ასე დიდხანს შეინარჩუნებდა თავს და გაძლიერდება, მიუხედავად იმისა, რომ ისმოდა ხმები, რომ ისინი გადავიდოდნენ ან დაიშლებოდა ევროკავშირი, მაგრამ ეს ასე არ არის, ჩვენ უფრო გაძლიერებული ვართ და დიდ ხანს ვიქნებით ერთად“, – განაცხადა მაიკლ გალერიმ.

მისივე თქმით, იმედია, უკრაინელი მეზღვაურები გათავისუფლდებიან და უფრო ხმამაღლა იქნება შესაძლებელი იმის თქმა, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, რომ ისინი არ იცავენ იმ გადაწყვეტილებებს და მოწოდებებს, რომლებიც გაისმის მუდმივად დასავლეთიდან.

„ჩვენ ახლა კი გვინდა, რომ ძალიან მეგობრულად იყოს განწყობილი რუსეთი, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ვარდისფერი სათვალე, ამ სათვალით არ უნდა დავინახოთ იგი. ჩვენც გვინდა, რომ ეს ქვეყანა მეგობრულად იყოს განწყობილი, მაგრამ რეალობა უნდა შევაფასოთ, სწორად უნდა დავინახოთ და აღვწეროთ იგი. არანაირი შეთანხმება, რომელიც მათთან შემდგარა, მათ არ დაუცვიათ. ეს არის სამწუხარო რეალობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ძალიან რეალისტურად უნდა შევაფასოთ არსებული რეალობა და შევქმნათ დადებითი დღის წესრიგი“, – განაცხადა მაიკლ გალერიმ.