მაიკლ დიქსონის დაბრუნება და „სტრასბურგის“ გამარჯვება „მონაკოსთან“

11:48, 13.11.2017

ათ დღიანი პაუზის შემდეგ, მაიკლ დიქსონი მოედანს დაუბრუნდა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, გუშინ „სტრასბურგის“ გამარჯვებაში, დიდი წვლილი შეიტანა.

სტრასბურგელებმა გასვლაზე, ჩემპიონატის ლიდერი, „მონაკო“ ანგარიშით 90-83 დაამარცხეს. დიქსონმა მოედანზე 16 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში, 14 ქულა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

სტუმართა გუნდში, 22 ქულით, საუკეთესო მირო ბილანი იყო. ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, „სტრასბურგმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში, მეათე ადგილზე გადაინაცვლა.

მსგავსი