მაიკ უოლცი - ვენესუელის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს, არ დავუშვებთ, რომ დასავლეთ ნახევარსფერო ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგეების მიერ ოპერაციების ბაზად იქნეს გამოყენებული
საქმე დასავლეთ ნახევარსფეროს ეხება, ჩვენ აქ ვცხოვრობთ და არ დავუშვებთ, რომ დასავლეთ ნახევარსფერო შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეების, კონკურენტებისა და მეტოქების მიერ ოპერაციების ბაზად იქნეს გამოყენებული, – ამის შესახებ გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.
მისი თქმით, ვენესუელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს.
„როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, ვენესუელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს. ჩვენ არ ვახორციელებთ ქვეყნის ოკუპაციას. ეს იყო სამართალდამცავი ორგანოების ოპერაცია. საქმე დასავლეთ ნახევარსფეროს ეხება. ჩვენ აქ ვცხოვრობთ და არ დავუშვებთ, რომ დასავლეთ ნახევარსფერო ჩვენი ქვეყნის, შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეების, კონკურენტებისა და მეტოქეების მიერ ოპერაციების ბაზად იქნეს გამოყენებული“, – განაცხადა უოლცმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.