მაიკ ტერნერი - აშშ-ის კონგრესი მუშაობას როდესაც განაახლებს, უკრაინის დახმარების საკითხი მთავარი პრიორიტეტი იქნება
მაიკ ტერნერი - აშშ-ის კონგრესი მუშაობას როდესაც განაახლებს, უკრაინის დახმარების საკითხი მთავარი პრიორიტეტი იქნება

როდესაც კონგრესი მუშაობას განაახლებს, უკრაინის დახმარების საკითხი მთავარი პრიორიტეტი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკ ტერნერმა განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც მივიღეთ ყველა კანონპროექტი, რომელიც აფინანსებს ფედერალურ მთავრობას, მაიკ ჯონსონმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადებები, რომ როდესაც ჩვენ დავბრუნდებით, უკრაინის დახმარება იქნება დღის წესრიგის მთავარი საკითხი”, – აღნიშნა ტერნერმა.

მისი თქმით, უკრაინის დახმარების საკითხს დიდი მხარდაჭერა ექნება, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიღებს კანონპროექტს ხელმოსაწერად.

„ვფიქრობ, მთლიანობაში ჩვენ მივიღებთ პაკეტს, რომელზეც შეთანხმდებიან სენატი და თეთრი სახლი, რათა ჰქონდეთ კანონპროექტი, რომლის ხელმოწერასაც პრეზიდენტი შეძლებს”, – აღნიშნა ტერნერმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, სწრაფად დაამტკიცოს დამატებითი დაფინანსება უკრაინის დასახმარებლად და განმარტა, რომ ბრძოლის ველზე მისი შესაძლებლობები ამაზეა დამოკიდებული.