მაიკ ტაისონმა ინდოეთში სიღარიბის უპირატესობაზე ილაპარაკა
მაიკ ტაისონმა ინდოეთში სიღარიბის უპირატესობაზე ილაპარაკა

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე, მაიკ ტაისონი, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ჩავიდა და სიღარიბეში ცხოვრებაზე კომენტარი გააკეთა. მის სიტყვებს Economic Times ავრცელებს.

„ვფიქრობ, რაც უფრო ღარიბი ხარ, მით უფრო უკეთ გამოდიხარ კრივში. ყველაზე წარმატებული მებრძოლები ჯურღმულებიდან არიან გამოსულები. ღარიბი მოკრივეები დიდ შედეგებს აღწევენ,“ – მიაჩნია 52 წლის ტაისონს.

მოკრივე ინდოეთში MMA-ის (შერეული ორთაბრძოლები) ტურნირის გახსნაზე ჩავიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას, ტაისონმა დაამატა, რომ კარიერის დასაწყისში არჩევანის წინაშე რომ დამდგარიყო, არასოდეს გამოვიდოდა MMA-ში.

„MMA-ში არც ისე ბევრს იხდიან, მე კი ყოველთვის ფულს მივსდევდი,“ – აღნიშნა ტაისონმა.

„რკინის მაიკმა“ პროფესიული კარიერა 2005 წელს დაასრულა. 1987-90 წლებში ის მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი იყო სუპერმძიმე წონით კატეგორიაში. მან პროფესიულ რინგზე 58 ბრძოლა ჩაატარა და 50 მოიგო (44 – ნოკაუტი).