მაიკ პომპეოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
მაიკ პომპეოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი ავრცელებს.

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, ორ დიპლომატს შორის საუბარი შეიარაღების კონტროლის საკითხებზე მომდევნო ნაბიჯებს შეეხო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილეს ორმხრივი საკითხები, მათ შორის „კოვიდ-19“-ის გავრცელებაზე რეაგირებისთვის გლობალური ძალისხმევა.

დატოვე კომენტარი