მაიკ პომპეოს შეფასებით, ვლადიმერ პუტინთან სოჭში მოლაპარაკებები წარმატებული იყო
მაიკ პომპეოს შეფასებით, ვლადიმერ პუტინთან სოჭში მოლაპარაკებები წარმატებული იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სოჭში გამართული მოლაპარაკებები წარმატებული იყო. ამის შეასახებ სახელმწიფო მდივანმა “ფოქს ნიუს” რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსულ-ამერიკული ურთიერთობები ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. მაიკ პომპეომ გაიხსენა პერიოდი, როდესაც ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი იყო და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე მუშაობდა. სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ისინი იცავდნენ ამერიკელი სამხედროების უსაფრთხოებას რუსეთთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საშუალებით.

მაიკ პომპეოს თქმით, ტერორიზმის საკითხებში თანამშრომლობა, ავღანეთისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებთან ერთად ის თემებია, რაშიც აშშ-სა და რუსეთს ურთიერთქმედება შეუძლიათ.

მაიკ პომპეოსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სოჭში 14 მაისს გაიმართა.