მაიკ პომპეომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ზეგავლენის მცდელობაში დაადანაშაულა
მაიკ პომპეომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ზეგავლენის მცდელობაში დაადანაშაულა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუშაობაზე ზეგავლენის მცდელობაში დაადანაშაულა.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი ფხენიანის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების კონტროლს ცდილობს.

„დღეს ვესაუბრე გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს, ნიკი ჰეილის. რუსეთი აქტიურად ცდილობს გაეროს უშიშროების საბჭოს კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეცვლას, რომელიც ფხენიანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კონტროლს უზრუნველყოფს. ამისთვის, რუსეთი აღნიშნულ დოკუმენტში ცვლილებების შეტანას ცდილობს. იმედი მაქვს, კომიტეტი განაგრძობს იმის კეთებას, რასაც ჩვეულებრივ აკეთებდა. იმედია, დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და ერთ ქვეყანას, ამ შემთვევაში რუსეთს, მუშაობის პრინციპებს არ შეაცვლევინებს.“, – განაცხადა აშშ-ის პირველმა დიპლომატმა.

მანამდე, ამავე ბრალდებით გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ნიკი ჰეილიც გამოვიდა.

დატოვე კომენტარი