მაიკ პომპეომ და ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრაზე უკრაინის, რუსეთის და ირანის საკითხები განიხილეს
მაიკ პომპეომ და ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრაზე უკრაინის, რუსეთის და ირანის საკითხები განიხილეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ვაშინგტონში შეხვედრაზე უკრაინის, რუსეთის და ირანის საკითხები განიხილეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების პარალელურად, საერთო ინტერესებსა და გამოწვევებზე, მათ შორის ევროპულ თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე, ავღანეთზე, კუბაზე, ლიბიაზე, მოლდოვაზე, ბალკანეთსა და ვენესუელაზე ისაუბრეს.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ფედერიკა მოგერინი თეთრი სახლის მრჩეველს, ჯარედ კუშნერსაც შეხვდება.