მაიკ პომპეომ ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობა ჩინური ინვესტიციების რისკის შესახებ გააფრთხილა

23:18, 04.10.2019

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობა ჩინური ინვესტიციების რისკის შესახებ გააფრთხილა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ეს განცხადება მაიკ პომპეომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევთან შეხვედრის დროს გააკეთა.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ჩინეთმა შესაძლოა, სხვადასხვა ხერხი გამოიყენოს, რათა ინფრასტრუქტურული შეთანხმებები გააფორმოს.

პომპეომ ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აშშ-ს სენატი უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენს. როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ მაკედონია წლის ბოლომდე ნატო-ს რიგით 30-ე წევრი უნდა გახდეს.

მსგავსი