მაიკ პომპეომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრები გამართა
მაიკ პომპეომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრები გამართა

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრები გამართა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მაიკ პომპეომ თავდაპირველად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართა მოლაპარაკებები, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან.

დიპლომატებს შეხვედრების შემდეგ მედიასთან განცხადებები არ გაუკეთებიათ.

პარალელურად, რუსული მედია ავრცელებს ცნობას, რომ ვაშინგტონში გაემგზავრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მომუშავე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვიც.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან არ წყდება. მოსკოვში მიღწეული ორი სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად კონფლიქტი გრძელდება.