მაიკ პომპეომ 2020 წლის არჩევნებში შესაძლოა, კანზასის შტატიდან კენჭი იყაროს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 2020 წლის არჩევნებში კონგრესში კანზასის შტატიდან შეიძლება იყაროს კენჭი. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, მაიკ პომპეოს მოსწონს, რასაც აკეთებს სახელმწიფო
მდივნის თანამდებობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ „რესპუბლიკელებს“ საფრთხე შეექმნებათ, რომ კანზასის შტატი დაკარგონ, მაშინ პომპეოს შეუძლია, კენჭი იყაროს და დამაჯერებლად მოიპოვოს გამარჯვება.
აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება.