მაიკ პომპეო - ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვიყენებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რისი შედეგიც პრობლემის გადაწყვეტა იქნება
მაიკ პომპეო - ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვიყენებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რისი შედეგიც პრობლემის გადაწყვეტა იქნება

ჩვენ ყველა საერთაოშირისო მოთამაშეს ვთხოვეთ, არ ჩარეულიყვნენ რეგიონში არსებულ სიტუაციაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ის ყარაბაღში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა.

„ჩვენ ვაკვირდებით, თურქეთმა დაიწყო აზერბაიჯანის გაძლიერება. ჩვენ ყველა საერთაშორისო მოთამაშეს ვთხოვეთ, არ ჩარეულიყვნენ რეგიონში არსებულ სიტუაციაში, არ შეეწყოთ ხელი დაძაბულობის გაღრმავებისთვის. ვიყენებთ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რომლის შედეგიც იქნება პრობლემის გადაწყვეტა, საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

სახელმწიფო მდივანი მხარეებს მოუწოდებს, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.