მაიკ პომპეო ყაზახეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ჩინეთის მიერ უიღურებისა და ყაზახების უფლებების დარღვევის ფაქტები გააპროტესტოს
მაიკ პომპეო ყაზახეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ჩინეთის მიერ უიღურებისა და ყაზახების უფლებების დარღვევის ფაქტები გააპროტესტოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ყაზახეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ჩინეთის მიერ უიღურებისა და ყაზახების უფლებების დარღვევის ფაქტები გააპროტესტოს.

მაიკ პომპეომ განცხადება ყაზახეთში ვიზიტის დროს გააკეთა. მისივე თქმით, ამ საკითხზე ის ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა.

გაერო და უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის სინძიანის პროვინციაში მდებარე ე.წ. გამოსასწორებელ ბანაკებში ერთ მილიონზე მეტი უიღური და ეთნიკურად ყახაზი იმყოფება, რომელთაც სასტიკად ეპყრობიან. პეკინში ამ ბრალდებას უარყოფენ.

„აშშ მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეუერთდეს ჩვენს მოწოდებას, რომ ჩინეთმა რეპრესიები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.