მაიკ პომპეო ვენესუელის საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება
მაიკ პომპეო ვენესუელის საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვენესუელის საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, მაიკ პომპეო შეეცდება, დაარწმუნოს უშიშროების საბჭოს წევრები, რომ მათ ვენესუელის ახალი დროებითი მმართველი ხუან გაიდიო ქვეყნის დროებით მმართველად აღიაროს.

ვენესუელის საკითხთთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს შეკრების მოთხოვნით ამერიკის შეერთებული შტატები მას შემდეგ გამოვიდა, რაც ვენესუელაში მდგომარეობა დაიძაბა. ოპოზიციონერმა ხუან გაიდიომ ნიკოლას მადუროს მოწინააღმდეგეთა მრავალათასიან გამოსვლაზე განაცხადა, რომ ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი თავად არის. ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, კანადა, საქართველო ხუან გადიოს ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად აღიარებენ.