მაიკ პომპეო - ვაშინგტონს არასდროს უთქვამს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის მხარე დაეკავებინა
მაიკ პომპეო - ვაშინგტონს არასდროს უთქვამს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის მხარე დაეკავებინა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონს არასდროს უთქვამს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის დაეკავებინათ მხარე.

ბანგკოკში ჩატარებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის და მსოფლიო წამყვანი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას აშშ-სა და ჩინეთს შორის რეგიონული მეტოქეობა ლაიტმოტივად გასდევდა.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს ინდოეთის ან წყნარი ოკეანეთის ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ არჩევანი გაეკეთებინათ ქვეყნებს შორის. ათწლეულების განმავლობაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების მიმართ ამერიკის დიპლომატია ხელმძღვანელობდა პარტნიორობის სურვილით, თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემით, ერთობლივი ვალდებულებებით, ფუნდამენტური კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიმართ“, – განაცხადა მაიკ პომპეომ შეხვედრის დასაწყისში.