მაიკ პომპეო - თურქეთის მიერ რუსული „ეს-400“-ის ტესტირება შემაშფოთებელია
მაიკ პომპეო - თურქეთის მიერ რუსული „ეს-400“-ის ტესტირება შემაშფოთებელია

თურქეთის მიერ რუსული „ეს-400“-ის ტესტირება შემაშფოთებელია. აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მაიკ პომპეოს განმარტებით, ვაშინგტონს სურს დაინახოს, რომ ანკარა „ეს-400“ ტიპის ანტისარაკეტო კომპლექსის სრულმასშტაბიან გამოყენებას არ აპირებს. ამასთან ერთად, აშშ-ის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონი ანკარასთან მოლაპარაკებებს განაგრძობს.

პრესკონფერენციის დროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ანკარის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ არ უსაუბრია.

რამდენიმე თვის წინ ანკარამ რუსეთისგან „ეს-400“ ტიპის ანტისარაკეტო კომპლექსი შეიძინა. ცოტა ხნის წინ კი თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კომპლექსი იმისთვის იყიდეს, რომ გამოიყენონ.